ბორენა ცერცვაძე
Aa
Aa

სრული დომინირება - ბორენა ცერცვაძემ აზერბაიჯანელ მეტოქეს მოუგო

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში Georgian Fighting Championship-ისა (GFC) და ბაჰრეინში ბაზირებული პრომოუშენი BRAVE-ის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბორენა ცერცვაძემ პირველივე რაუნდში აზერბაიჯანელი მეტოქე ხანიმ ბაშიროვა დაამარცხა.

ბრძოლის დასაწყისშივე ბორენამ უპირატესი პოზიცია მოიპოვა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია. მსაჯმა ბრძოლა პირველი რაუნდის დასრულებამდე 52 წამით ადრე შეაჩერა.

ბორენა ცერცვაძის კარიერაში ეს მეხუთე გამარჯვებაა და ის დაუმარცხებელ მებრძოლად რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრინჯაოს მედალი მსოფლიო თასზე | ბორენა ცერცვაძის წარმატება საბრძოლო სამბოში
ბრინჯაოს მედალი მსოფლიო თასზე | ბორენა ცერცვაძის წარმატება საბრძოლო სამბოში