ბორენა ცერცვაძე
Aa
Aa

დაპირისპირება ფეისოფისას | ბორენა ცერცვაძე ხანიმ ბაშიროვას წინააღმდეგ

3 ოქტომბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში შერეული ორთაბრძოლების საღამო გაიმართება, რომელსაც Georgian Fighting Championship-ი და BRAVE-ი ჩაატარებენ. ღონისძიებაზე ბევრ ქართველ მებრძოლს ვიხილავთ და ერთ-ერთი მათგანი ბორენა ცერცვაძე გახლავთ.

დაუმარცხებელი ქართველის მეტოქე BRAVE-ის დებიუტანტი, ხანიმ ბაშიროვა იქნება. ბორენამ წონა წარმატებით ჩააბარა და მებრძოლებს შორის, ფეისოფიც გაიმართა, რომელსაც ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

ფეისოფის მიმდინარეობისას აზერბაიჯანელმა ცერცვაძეს რაღაც უთხრა, რამაც ბორენას გაღიზიანება გამოიწვია. ქართველმა მებრძოლმა მეტოქეზე გაიწია, თუმცა ღონისძიების ორგანიზატორებმა შეაკავეს. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და მებრძოლები საქმეს ოქტაგონში გაარკევევენ.

ცნობისთვის, ბორენას MMA-ში ოთხი ორთაბრძოლა აქვს გამართული და ყველაში იმარჯვა. ბოლოს ცერცვაძემ GFC-ის ფარგლებში იჩხუბა და დარია მიხეევა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
33 წლის შემდეგ | მიქაუტაძემდე იუვენტუსს ევროტურნირებზე ქართველმა 1992 წელს გაუტანა
33 წლის შემდეგ | მიქაუტაძემდე იუვენტუსს ევროტურნირებზე ქართველმა 1992 წელს გაუტანა