„ჩემი მიზანი მახაჩევის დანოკაუტებაა“ | ჯეკ დელა მადალენას კომენტარი
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ჯეკ დელა მადალენა ისლამ მახაჩევთან რთულ ჩხუბს ელოდება. დელა მადალენამ ინტერვიუ Submission Radio-ს მისცა და განაცხადა, რომ მახაჩევი ძალიან სახიფათო მეტოქეა.
„ისლამი ძალიან კარგი მებრძოლია. სერიოზული გამოწვევა მელოდება და ჩემი მოწინააღმდეგე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. უმძიმესი ხუთი რაუნდისთვის ვემზადები და ვმუშაობ, რათა სოლიდური საბრძოლო გეგმა მქონდეს. ვეცდები, ჩხუბი ნაადრევად დავასრულო. ფინიში ჩემთვის საუკეთესო სცენარი იქნება და ამის შანსი ნამდვილად მაქვს.
მახაჩევი გრეპლინგს მიმართავს თუ სტრაიკინგს? ჩხუბი დგომში იწყება, მაგრამ ისლამი შეეცდება, სტრაიკინგისა და გრეპლინგის კომბინაციები შემომთავაზოს. ალბათ, საწყის რაუნდებში ჭიდაობას მიმართავს. ბელალთან ჩხუბს ნახავდა და მიხვდებოდა, რომ მუჰამედის ერთ-ერთი შეცდომა საწყის რაუნდებში ჭიდაობაზე უარის თქმა იყო.
ვფიქრობ, მახაჩევის საუკეთესო ვერსიას ვნახავთ და წონის მომატება მასზე დადებითად იმოქმედებს. ისლამი ძალიან სახიფათო მეტოქეა და უაღრესად მოტივირებული ვარ. საკუთარი თავის მჯერა და ოქტაგონში დავამტკიცებ, რომ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი ვარ. ჩემი მიზანი ისლამის დანოკაუტებაა.“
შეგახსენებთ, რომ დელა მადალენასა და მახაჩევის დაპირისპირება UFC 322-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. მათ ჩხუბს 16 ნოემბერს ვიხილავთ.