ხარატიშვილის კარგი რეაქცია | ქართველი მეკარის წარმატებული დებიუტი ჩეხეთში
ჩეხურ „პარდუბიცეში’’ ლუკა ხარატიშვილის დებიუტი შედგა, თასის 1/16-ფინალში მე-5 ლიგის „ფრიდეკ-მისტეკს’’ გასვლაზე მოუგეს, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში ფილიპ სანცლმა გამარჯვების გოლი შეაგდო. ლუკამ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, გაშვებულ გოლში ვერ დავადანაშაულებთ, დამატებითი დროის მიწურულს კარგი რეაქცია გამოავლინა, როცა მეტოქე სტანდარტულიდან გოლის გატანას ცდილობდა.
22 წლის ქართველი მეკარე, რომელიც სიმაღლეში 1,90 მეტრია, ბათუმის „დინამოს’’ საკუთრებაა, ჩეხურ კლუბში ერთწლიანი იჯარით თამაშობს. სეზონის დასრულების შემდეგ „პარდუბიცეს’’ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
ლუკას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ივნისში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატე პოლონეთთან და საფრანგეთთან მატჩებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მაღალ დონეზე თამაშის დიდი პოტენციალი აქვს, ჩეხურ კლუბში დამკვიდრების შემთხვევაში ეროვნული ნაკრებისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.