ლაშა დვალი
Aa
Aa

ლაშა დვალი სათამაშო პრაქტიკით | შეუძლია, ნაკრებში კონკურენცია გააძლიეროს

ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მე-10 ტურში პლოვდივის „ბოტევი’’ შინ სოფიის ცსკა-სთან 1-2 დამარცხდა. ცსკა-ს ახალწვეულმა ლაშა დვალმა სასტარტო 11-ეულში შეუცვლელად ითამაშა, 41-ე წუთზე ქართველი მცველის დიაგონალური გადაცემის შემდეგ შეტევა განვითარდა და საბოლოოდ გოლით დასრულდა.

გასული სეზონის შემდეგ 30 წლის ლაშა დვალმა კვიპროსული აპოელ-ი დატოვა, თავისუფალი აგენტი იყო, ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპი გაუცდა, თუმცა აგვისტოს მიწურულს ბულგარულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია. ბულგარეთის ჩემპიონატში 2 მატჩი ჩაატარა, ორივე შეხვედრაში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

მნიშვნელოვანია სასურველ ფორმაში შევიდეს, რომ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდეს (სექტემბრის სანაკრებო პაუზა გამოტოვა) და დაცვის ხაზში კონკურენცია გააძლიეროს. ევრო 2024-ზე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და თუ იმ ფორმას დაიბრუნებს, მისი გამოცდილება და საიმედოობა ნაკრებს მაგრად დაეხმარება.

2015 წლიდან მოყოლებული დვალი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, 45 მატჩში 1 გოლი გაიტანა. არაერთი გამორჩეული მატჩი ჩაუტარებია, მათ შორის ისტორიული შეხვედრა საბერძნეთთან, ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, შემდეგ პენალტების სერიაშიც შესანიშნავად დაარტყა და საბოლოოდ ბერძნებთან გამარჯვებით ევრო 2024-ზე გავედით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი“ - როგორ დაემშვიდობა ხვიჩა ნაპოლის
„მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი“ - როგორ დაემშვიდობა ხვიჩა ნაპოლის