„პოზიტიურად რეაგირებს, დატვირთვა გაუზარდეს“ | როგორია ჩაკვეს მდგომარეობა
„უოტფორდის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. „ჩაკვე“ „კრაზანებს“ ფეხის თითის მოტეხილობის გამო ვერ ეხმარება და ინგლისურმა კლუბმა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მოგვაწოდა ინფორმაცია.
ჩაკვეტაძე ანტი-გრავიტაციულ სარბენ ბილიკზე ვარჯიშობდა, რათა რეაბილიტაციის პარალელურად, ფეხზე დატვირთვა ეტაპობრივად გაზრდილიყო. გიოს აღნიშნულ ვარჯიშზე პოზიტიური რეაქცია ჰქონდა, რის შემდეგაც სამედიცინო შტაბმა დატვირთვები გაუზარდა.
როგორც „უოტფორდი“ წერს, „ჩაკვეს“ ამაზეც დადებითი რეაქცია ჰქონდა და სამედიცინო შტაბი იმედიან განწყობას ინარჩუნებს. „ჩაკვეტაძე მუშაობს, რათა პრობლემური და რთულად მოსაშუშებელი ტრავმიდან დაბრუნდეს,“ - წერს „კრაზანების“ ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიფის 6 ტურის შემდეგ „უოტფორდს“ 5 ქულა აქვს და 21-ე პოზიციას იკავებს. „კრაზანები“ მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს გამართავენ და „ჰალს“ დაუპირისპირდებიან.