19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
Aa
Aa

19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის გათამაშებაში იასპარეზებს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ჩრდილოეთ მაკედონიაში გაიმართება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვენიას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. A ლიგის საგზურს B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა


მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ელიტა), ნინო მეტრეველი (რუსთავი)

დაცვა: ლიზი ლომოური (ახალგორი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ნათია ცეცხლაძე (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), მარიამ კაკულია (ელიტა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ მამფორია (რუსთავი), ნათია ჯოჯუა (ელიტა), მარიამ გოგოლაძე (თეთრიწყარო), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ნინო გობაძე (თეთრიწყარო), კეტო მეტონიძე (რაჭა), მარინა შიოლაშვილი (გორი იუნაიტედი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო)

მატჩების განრიგი

25 ნოემბერი | საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია | 15:00
28 ნოემბერი | სლოვენია - საქართველო | 15:00
1 დეკემბერი | აზერბაიჯანი - საქართველო | 15:00

ფოტო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დამარცხდა
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დამარცხდა