„ისევ შეუძლია UFC-ის ჩემპიონი გახდეს“ - სეხუდო რონდა როუზიზე
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ პრომოუშენში რონდა როუზის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.
„რონდას ვარჯიშის ვიდეოები ვნახე - მას სჯერა, რომ შეუძლია ისევ ჩემპიონი გახდეს. ბევრმა არ იცის, მაგრამ ძიუდოს შეჯიბრებზე მას UFC-ის მოქმედი ჩემპიონი კაილა ჰარისონი ჰყავს დამარცხებული.
რონდა კაილაზე მხოლოდ 3 წლითაა უფროსი, ამიტომ მისი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. არ ვამბობ, რომ ის აუცილებლად დაამარცხებს ჰარისონს, მაგრამ ყველაფერია შესაძლებელი“.
შეგახსენებთ, რომ რონდა როუზის ბოლო ჩხუბი 2016 დეკემბრით თარიღდება, როდესაც ის პირველ რაუნდში ამანდა ნუნიესთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. 38 წლის როუზის ანგარიშზე MMA-ში 12 მოგება და 2 მარცხია.
რონდა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე ფლობდა და ამ პერიოდის განმავლობაში ქამარი 6-ჯერ დაიცვა. ამასთანავე, როუზი ძიუდოში პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი (70 კგ) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია (2007).