„ვის უნდა სანაძლეო რომ...“ | ილია თოფურიას პოსტი სოციალურ ქსელში
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ MMA-ს სამყარო აალაპარაკა. „ელ მატადორმა“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ვის უნდა სანაძლეო დამიდოს, რომ თეთრი სახლის UFC-ის ღონისძიების მთავარი მოვლენის მონაწილე ვიქნები?“, - დაწერა ქართველმა მებრძოლმა.
Who wants to bet with me that I’m the main event at the White House?
— Ilia Topuria (@Topuriailia) September 25, 2025
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პირველმა პირმა, დონალდ ტრამპმა და UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა შეთანხმება დადეს, რომ 2026 წლის ზაფხულში თეთრ სახლში ორგანიზაციის ღონისძიება გაიმართოს. აწონვების ცერემონიას აბრაამ ლინკოლნის მემორიალის ფონზე ვიხილავთ.
გეტყვით იმასაც, რომ „ელ მატადორმა“ ბოლოს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იჩხუბა და მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. ილიას ისლამ მახაჩევთან ორთაბრძოლა სურს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, შესაძლოა, სწორედ ეს დაპირისპირება ვიხილოთ.