ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ოქროს ბურთის დაჯილდოება | რამდენი ქულა დააგროვა ხვიჩა კვარაცხელიამ

2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, უსმან დემბელე გახდა. ფრანგმა შემტევმა ლამინ იამალს აჯობა, მესამე ადგილი კი მისმა თანაგუნდელმა, ვიტინიამ დაიკავა.

L’Equipe-მა ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ დემბელემ 1 380 ქულა დააგროვა. ლამინ იამალმა -1 059, ვიტინიამ - 703, მოჰამედ სალაჰმა - 657, რაფინიამ - 620, აშრაფ ჰაკიმიმ - 484, კილიან მბაპემ - 378, კოულ პალმერმა - 211, ჯანლუიჯი დონარუმამ - 172, ხოლო ნუნუ მენდეშმა - 171.

ხვიჩა კვარაცხელია წლევანდელ დაჯილდოებაზე მე-12 ადგილზე გავიდა. ქართველმა შემტევმა 123 ქულა დააგროვა და მე-11 პოზიციაზე მყოფ პედრის მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა (124). „კვარას“ უშუალო მდევარი ჰარი კეინია, რომელმაც 112 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 100-ქულიანი ზღვარი სხვა ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ გადალახა.

ცნობისთვის, დემბელე ისტორიაში მეათე ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული. რაც შეეხება „კვარას“, შარშანწინ ქართველმა ფეხბურთელმა მე-17 პოზიცია დაიკავა და 5 ადგილით წინ წავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იამალი დაბრუნდა, რაფინია დაკარგეს - კარგი და ცუდი ამბები ბარსაში
იამალი დაბრუნდა, რაფინია დაკარგეს - კარგი და ცუდი ამბები ბარსაში