ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

სასტარტო 11-ეულში თამაშისთვის მზადაა | გრანადას მწვრთნელმა გაგნიძეზე ისაუბრა

ესპანური „გრანადას’’ მთავარმა მწვრთნელმა პაჩეტამ „უესკასთან’’ მატჩის წინ ლუკა გაგნიძის შესახებ ისაუბრა.

პაჩეტა: „გაგნიძე სასტარტო 11-ეულში თამაშისთვის მზადაა. მან ჩვენი გუნდის ნახევარდაცვას განსხვავებული რაღაცები შესძინა. ექვსი ნახევარმცველი, რომელიც ახლა გუნდშია, ერთმანეთთან როტაციისთვის მზადაა. სამს სასტარტოში დააყენებ, თამაში ყველას შეუძლია. შესაძლოა, როგორც საყრდენი, მათგან ყველაზე განსხვავებული ალკარასია’’.

2021 წლის ზაფხულში 18 წლის ლუკა გაგნიძე თბილისის „დინამოდან’’ მოსკოვის „დინამოში’’ გადავიდა. თუ პოლონურ „რაკუვში’’ გატარებულ რამდენიმე თვეს არ ჩავთვლით, გასული 4 წელი რუსეთის ჩემპიონატში გაატარა. გასულ ზაფხულში მოსკოვის „დინამოდან’’ იჯარით „გრანადას’’ შეუერთდა და ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ პაჩეტა მისით კმაყოფილია.

„ლეგანესთან'' (14 წუთი) და „ბურგოსთან'' (34 წუთი) ცვლილებაზე ითამაშა. „ბურგოსთან'' მატჩის შემდეგ პაჩეტამ გაგნიძეზე თქვა: „ლუკას ბურთის შენარჩუნება შეუძლია, კარგად ანაწილებს პასებს, ამავდროულად არ აყოვნებს თამაშს, აქვს დრიბლინგი და ზეწოლისგან თავის დაღწევა შეუძლია. მასთან ერთად გუნდი უფრო მრავალფეროვნად თამაშობს“.

ლა ლიგა 2-ში „გრანადამ'' ექვსი მატჩიდან 2 ფრედ დაასრულა და 4 დათმო, გამარჯვება არ მოუპოვებია, 2 ქულით ბოლო, 22-ე ადგილზეა. მე-7 ტურში „უესკას'' ესტუმრება (28 სექტემბერი, 23:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი“ - როგორ დაემშვიდობა ხვიჩა ნაპოლის
„მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი“ - როგორ დაემშვიდობა ხვიჩა ნაპოლის