არნე სლოტი, დიოგუ ჟოტა
Aa
Aa

სლოტმა დაადასტურა, რომ ლივერპულმა პირობა შეასრულა | ჟოტას ოჯახმა თანხა მიიღო

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, TNT Sports-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ კლუბმა დიოგუ ჟოტას ოჯახს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა სრულად გადაუხადა. სლოტმა ტრაგიკულად დაღუპულ ფეხბურთელზე ემოციურად ისაუბრა.

„სამწუხაროდ, დაგეგმილზე ერთით მეტი ფეხბურთელის შეძენა მოგვიწია, რადგან ეს ტრაგედია დატრიალდა. ჩვენი ხარჯებიც ამიტომ იყო მაღალი. სევდა, რომელიც ქალაქში სუფევდა, ამ კლუბში მუშაობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.

კლუბის წარმატების შემდეგ გრანდიოზული აღლუმები იმართება ხოლმე, მაგრამ ლივერპულის ქომაგებს ჟოტას ტრაგედიაზე განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდათ. მის მემორიალზე იმდენი თაიგული იყო... რომ მახსენდება, ემოციებს ვერ ვიკავებ... დაუჯერებელია, რაც გულშემატკივრებმა გააკეთეს.

ჩვენი ფეხბურთელებიც ღირსეულად მოიქცნენ, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიო. ხელმძღვანელებს ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ბრწყინვალედ მოიქცნენ – ჟოტას ოჯახს კონტრაქტით დარჩენილი თანხა ჩაურიცხეს. შეიძლება, ეს ჩვეულებრივად ჩანდეს, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამ არ ხდება,“ – განაცხადა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი რამდენიმე კვირის წინ, ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა. ჟოტა თავის ძმასთან, 26 წლის ანდრესთან ერთად ესპანეთში, ზამორას პროვინციაში იმყოფებოდა. მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კმაყოფილი ვარ, მაგრამ პროგრესის მიღწევა შეუძლია“ | ბორჟესმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა
„კმაყოფილი ვარ, მაგრამ პროგრესის მიღწევა შეუძლია“ | ბორჟესმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა