გიორგი ქოჩორაშვილი, რუი ბორჟესი
Aa
Aa

„კმაყოფილი ვარ, მაგრამ პროგრესის მიღწევა შეუძლია“ | ბორჟესმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა

„სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორჟესმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „ლომების“ თავკაცმა გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა და მისი ადაპტაცია შეაფასა.

„ქოჩორაშვილი ახლა ადაპტაციის პერიოდს გადის. გიორგის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა მისგან გაცილებით მეტის მიღება გვინდა და მასაც იგივე სურვილი აქვს. ქოჩორაშვილი, იოანიდისი და ვაგიანიდისი არიან ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს დინამიურად ერგებიან და ეტაპობრივად პროგრესირებენ. ქოჩო სპორტინგისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია. ვიცით, გიორგის რა უნარები აქვს და გუნდისთვის რის გაკეთება შეუძლია.“

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მაისურით 8 შეხვედრა ჩაატარა. გიორგიმ 6-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონატში ითამაშა, ერთხელ - სუპერთასზე, ერთხელ - ჩემპიონთა ლიგაზე. მის ანგარიშზე საგოლე გადაცემაა, რომელიც „ქაირათთან“ მიითვალა.

რაც შეეხება ბორჟესის გუნდს, „ლომებს“ მომდევნო შეხვედრა „ეშტორილთან“ სტუმრად ელით. მატჩი 27 სექტემბერს, თბილისის დროით, 23:30-ზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსს ვლაჰოვიჩის გაყიდვა სურს - სერბის მიმართ 2 ინგლისური კლუბი იჩენს ინტერესს
იუვენტუსს ვლაჰოვიჩის გაყიდვა სურს - სერბის მიმართ 2 ინგლისური კლუბი იჩენს ინტერესს