დუშან ვლაჰოვიჩი
Aa
Aa

იუვენტუსს ვლაჰოვიჩის გაყიდვა სურს - სერბის მიმართ 2 ინგლისური კლუბი იჩენს ინტერესს

ტურინის „იუვენტუსი“ სერბი თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს გაყიდვას აპირებს.

როგორც La Gazzetta dello Sport იტყობინება, სერბის კონტრაქტი „იუვესთან“ მომავალ ზაფხულს იწურება, და კლუბს სურს, მასში თუნდაც მცირე თანხა მაინც აიღოს და, ამასთანავე, ექვსი თვის ხელფასი დაზოგოს.

თავად ვლაჰოვიჩიც მზადაა, რომ იანვარში გუნდი გამოიცვალოს. როგორც იწერება, 25 წლის ფეხბურთელით პრემიერ ლიგის კლუბები, კერძოდ, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, სერბმა 44 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მან 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

გეტყვით ასევე, რომ Transfermartkt-ზე ვლაჰოვიჩის საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროა. ის ტურინელების შემადგენლობაში 2022 წლიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმოწყალოდ მომექცნენ“ - ანჩელოტიმ ყველაზე მტკივნეული გათავისუფლება გაიხსენა
„უმოწყალოდ მომექცნენ“ - ანჩელოტიმ ყველაზე მტკივნეული გათავისუფლება გაიხსენა