დუშან ვლაჰოვიჩი
Aa
Aa

ვლაჰოვიჩი შესაძლოა იუვენტუსში დარჩეს

დუშან ვლაჰოვიჩი შესაძლოა „იუვენტუსიდან“ აღარ წავიდეს. ამის შესახებ La Gazzeta Dello Sport-ი წერს.

ტურინელებთან სერბი თავდამსხმელის კონტრაქტი მომავალ წელს იწურება. ახალ სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა 12 მილიონი ევრო უნდა გამოიმუშაოს.

გამოცემის ცნობით, ვლაჰოვიჩს არ უნდა ამ თანხაზე უარი თქვას იმ შემთხვევაშიც კი, თუ სეზონის დიდი ნაწილის სათადაროგოთა სკამზე გატარება მოუწევს.

თავად „ბებერ ქალბატონს“ დუშანის გაყიდვა სურს, რადგან ეს უკანასკნელი კონტრაქტის ნაკლებად მომგებიანი პირობით გახანგრძლივება არ დათანხმდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვლაჰოვიჩმა „ფენერბაჰჩესა“ და არაბულ კლუბებს გადასვლაზე უარი უთხრა, ტოპ გუნდებიდან კი შეთავაზებები არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, სერბმა 44 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. Transfermartkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოიგებს | 90Min-ის პროგნოზი ხვიჩაზე
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოიგებს | 90Min-ის პროგნოზი ხვიჩაზე