მანჩესტერ იუნაიტედი უპამეკანოს მიმართ ინტერესს იჩენს
„მანჩესტერ იუნაიტედს“ დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და დაიო უპამეკანოს დამატებას განიხილავს.
როგორც Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი წერს, „წითელმა ეშმაკებმა“ „ბაეირნის“ 26 წლის მცველი სატრანსფერო სიაში ჩასვეს, რადგან მისი კონტრაქტი მომავალ წელს იწურება.
თავის მხრივ, მიუნხენელები აქტიურად ცდილობენ, რომ ფრანგ ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებაზე შეუთანხმდნენ, თუმცა მოლაპარაკებები წინ ვერ მიიწევს.
შეგახსენებთ, რომ უპამეკანო „ბაიერნში“ 2021 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 38 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა.