კარიმ ბენზემა, ჟოზე მოურინიო, ბენფიკა
Aa
Aa

„საუდის არაბეთში შესაშური ფინანსური პირობები აქვს“ - მოურინიო ბენზემაზე

ლისაბონის „ბენფიკას“ ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „არწივები“ „ალ-იტიჰადიდან“ კარიმ ბენზემას დამატებას გეგმავენ.

„ამის შესახებ პირველად მესმის. ზაფხულში „ფენერბახჩესთან“ ერთად „ალ-იტიჰადთან“ ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ და ბენზემასთან ხანმოკლე საუბარი გვქონდა. ყველაზე ნაკლებად ის ახლა ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებაზე ფიქრობს.

ბენზემა საუდის არაბეთში დარჩება, სადაც თავს ბედნიერად გრძნობს, ტიტულებს იგებს და შესაშური ფინანსური პირობებს აქვს. არა მგონია, რომ როდესაც ასეთ ასაკში ევროპულ ფეხბურთს ტოვებ და საუდის არაბეთში მიდიხარ, შენი მიზანი ევროპაში დაბრუნება იყოს.

ასე შეიძლება მოიქცეს ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც იქ 2-3 სეზონით მიდის და შემდეგ ევროპაში ბრუნდება, მაგრამ არა კარიმ ბენზემა. ამ საკითხზე კლუბში არავისთან მისაუბრია, ეს არარეალურია. არ მესმის, საიდან გაჩნდა ასეთი ინფორმაცია“.

ცნობისთვის, მოურინიო ბენზემას 2010-2013 წლებში მადრიდის „რეალში“ წვრთნიდა. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ფრანგმა ფორვარდმა 150 მატჩში 78 გოლი გაიტანა, გახდა ესპანეთის ჩემპიონი და კოპა დელ რეის გამარჯვებული.

აქვე გეტყვით, რომ მოურინიომ „ბენფიკა“ 18 სექტემბერს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით „არწივებმა“ 1 მატჩი მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. დღეს ლისაბონური გუნდი „ჟილ ვისენტეს“ დაუპირისპირდება, 30 სექტემბერს კი ჟოზე მოურინიო „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნდება და ყოფილი გუნდის, „ჩელსის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიოს ბენზემას ბენფიკაში დამატება სურს
მოურინიოს ბენზემას ბენფიკაში დამატება სურს