წარუმატებელი დებიუტი - მოურინიოს ბენფიკამ რიუ ავეს ვერ მოუგო
როგორც მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიო სულ ცოტა ხნის წინ, ბენფიკას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
გუშინ პორტუგალიის ჩემპიონატში ბენფიკას დამრიგებლის რანგში განსაკუთრებულის დებიუტი შედგა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.
ლისაბონურმა კლუბმა აუტსაიდერ რიუ ავეს ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟოზეს ბიჭები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თამაში ვერ მოიგეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მწვავე კომენტარი გააკეთა:
„ვფიქრობ ეს უსამართლო შედეგია. გაუქმებულ გოლს არ ვეთანხმები. ჩვენ მოგება გვსურდა, რიუ ავეს ფრე. ეს ფრე ჩემთვის წაგების ტოლფასია!!“
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ბენფიკამ ლიდერ პორტუს კიდევ უფრო ჩამორჩა და ახლა მათ შორის სხვაობა 4 ქულაა.