პოლ სქოულზი, ჩავი ერნანდესი, პედრი, ანდრეს ინიესტა
Aa
Aa

სქოულზი: მთავარი ტვინია და არა ფეხები - პედრი ჩავი და ინიესტა ერთად არის

პოლ სქოულზი პედრის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს სთხოვეს მის პოზიციაზე დაესახელებინა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. მან კი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე პირველ ადგილზე პედრი დაასახელა.

„ნომერი პირველი – პედრი. როდესაც ინსტაგრამზე პოსტი გამოვაქვეყნე, ხალხმა დაიწყო კითხვა: „სად იყავი სამი წელი, რომ აქამდე ის არ გინახავს“? სინამდვილეში, მე არ ვუყურებ ესპანურ ფეხბურთს და ესპანეთის ნაკრებს. ამას ვაკეთებდი და სხვის შეხვედრებს ვუყურებდი, როდესაც მოთამაშე ვიყავი. ჩემი თამაშების შემდეგ ბარსელონას და რეალს ვუყურებდი. და ჯანდაბა - ეს მომწონდა, შესანიშნავი იყო.

და აი, ვუყურე პედრის ჩემპიონთა ლიგაზე ნიუკასლთან და ვთქვი: „ვაუ!“ ის ხავი და ინიესტაა ერთად. მას ნებისმიერის მოტყუება შეეძლო! და საუბარი ფეხებზე კი არა, ტვინზეა. ზოგჯერ რთულ სიტუაციებში ის ერთი-ორი სწრაფი მოძრაობით ან მხრის მსუბუქი მოძრაობით თავის დაღწევას ახერხებდა. მისი ტექნიკა შესანიშნავია.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ როდესაც ნიუკასლმა ერთი გოლი გაიტანა, ანგარიში 2:1 გახდა, შეხვედრას დაახლოებით 8 წუთი დაემატა და მე ვთქვი: „ახლა საინტერესო იქნება“. მაგრამ შემდეგ პედრის ბურთი შვიდი წუთის განმავლობაში ეჭირა. მან უბრალოდ სრულად გააკონტროლა თამაში. ეს ბრწყინვალე იყო“,

– თქვა სქოულზმა The Good, The Bad & The Football-ის იუთუბ არხზე სტუმრობისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები