ჰარი კეინი
Aa
Aa

თამაშზე მეტი გოლი - კეინმა კრიშტიანუს და ჰოლანდს აჯობა

ჰარი კეინი „ბაიერნის“ შემადგენლობაში იმდენად მაღალ დონეზე თამაშობს, რომ მისთვის ყოველი მატჩი ისტორიული და ახალი რეკორდების მომტანია. გამონაკლისს არც გერმანიის ბუნდესლიგის V ტური წარმოადგენდა, სადაც „ბაიერნმა“ საკუთარ სტადიონზე „ვერდერი“ 4:0 დაამარცხა და მასპინძლების რიგებში დუბლი 32 წლის ინგლისელმა ფორვარდმა შეასრულა.

შედეგად, კეინს „რეკორდმაისტერის“ რიგებში გამართულ 104 მატჩში 100 ბურთი დაუგროვდა და გახდა XXI საუკუნეში ის ფეხბურთელი, რომელსაც ასგოლიანი ნიშნულის მისაღწევად ყველაზე ცოტა შეხვედრის ჩატარება დასჭირდა - აქამდე ამ მხრივ რეკორდსმენები კრიშტიანუ რონალდუ (105 მატჩი) და ერლინგ ჰოლანდი (105 მატჩი) იყვნენ. მხოლოდ ბუნდესლიგაში კი, ინგლისელს თამაშზე მეტი გოლი აქვს გატანილი (68 მატჩი, 72 ბურთი) და გარდა ამისა, გერმანიის პირველობაზე დარტყმული 18 პენალტიდან თვრამეტივე ზუსტად შეასრულა.

ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 თამაშში ჰარი კეინის ანგარიშზე უკვე 18 (15 გოლი, 3 ასისტი) საგოლე მოქმედებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კეინის, ლევანდოვსკის და ჰოლანდის დონეზე - გიოკერეშს ამბიციები გაეზარდა
კეინის, ლევანდოვსკის და ჰოლანდის დონეზე - გიოკერეშს ამბიციები გაეზარდა