სპალეტი: „დარჩენა მინდოდა და გამაგდეს“
ლუჩიანო სპალეტის მოღვაწეობა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც თავად წარმოედგინა. მან „სკუადრა აძურა“ 2023 წლის სექტემბერში ჩაიბარა და გუნდი ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, სადაც აპენინელებმა ასპარეზობა მერვედფინალში შვეიცარიელებთან (0:2) განცდილი მარცხის შემდეგ დაასრულეს. ამას მოჰყვა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ნორვეგიელებთან (0:3) სამარცხვინო წაგებით დაწყება, რის გამოც სპალეტის 2025 წლის ივნისში კარისკენ მიუთითეს. მზად არის თუ არა ახალი გამოწვევებისთვის და როდის აპირებს სამწვრთნელო საქმიანობის განახლებას, ამაზე „აძურას“ ყოფილმა თავკაცმა დეტალურად ისაუბრა.
ლუჩიანო სპალეტი
ამჟამად თავში ისევ იტალიის ნაკრები მიტრიალებს. წარუმატებლობა მალევე არ უნდა დაივიწყო. პირიქით, ის კარგად უნდა გაანალიზო და მომავლისთვის გამოცდილებად მიიღო. ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც მინდოდა, მაგრამ საამისოდ მაქსიმუმი გავაკეთე. ახლა გარკვეული დრო მაქვს, რათა ეს ტკივილი დავივიწყო და შემდეგ ყველაფერს თავიდან დავიწყებ. „სკუადრა აძურაში“ მუშაობის გაგრძელება რომ არ ყოფილიყო ჩემი სურვილი, თავად წავიდოდი, მაგრამ გამაგდეს“.
ცნობისათვის, ლუჩიანო სპალეტის ხელმძღვანელობით გამართული 24 მატჩიდან იტალიის ეროვნულმა გუნდმა 12 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.