სლოტი: “რაც უფრო რთულდება სიტუაცია, მით უფრო ერთიანები ვხდებით“
ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ლივერპული პსვ-ს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სლოტი:
„ჩვენი პრობლემა თავდაჯერებულობა არ არის. გასულ სეზონთან შედარებით, ბურთთან ერთად თამაშში დიდი სხვაობა არ არის. დაცვაში თამაში უნდა გამოვასწოროთ და ერთმანეთს მივეხმაროთ. სამწუხაროდ, გაშვებული გოლების რაოდენობა შემაშფოთებელია. ეს კრიზისი ყველასთვის მოულოდნელია. რაც უფრო რთულდება სიტუაცია, მით უფრო ერთიანები ვხდებით.
ყველაფერზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ. როგორც მწვრთნელი, მინდა ყველასთვის მაგალითი ვიყო. სიმართლე გითხრათ, გასული სეზონის შემდეგ, არ მეგონა, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. დაფიქსირებული შედეგები მიუღებელია.
ეს არის სიტუაცია, რომელშიც ყოფნა არავის გვინდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ლივერპულში ხარ. ვფიქრობ, დროა დავივიწყოთ წაგებული თამაშები და მხოლოდ გაუმჯობესებაზე და გამარჯვებაზე ვიფიქროთ. ჩემპიონთა ლიგაზე მაინც ნორმალურ სიტუაციაში ვართ. 4 ტურში 9 ქულა მოვიპოვეთ.“
შეგახსენებთ, რომ ლივერპულს ალისონ ბეკერი დაუბრუნდა და გასულ ტურში გიორგი მამარდაშვილი კვლავ სკამზე გადაჯდა.
მერსისაიდულ გრანდს პრემიერ ლიგაში საშინელი შედეგი აქვს. კლუბი 12 ტურის შემდეგ, 18 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.