“ელიტარულ კლუბებს შორის უნდა დავბრუნდეთ“ - არტეტა ბაიერნთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუტე ტურში არსენალი ბაიერნს უმასპინძლებს. მატჩის წინ, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
არტეტა:
„იმედი მაქვს, გამარჯვების შემთხვევაში არსენალი ევროპის ელიტარულ კლუბებს შორის დაბრუნდება, თუმცა ჩვენ ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოგვიგია, ბაიერნმა კი ეს ექვსჯერ გააკეთა. ბედნიერი ვარ, რომ წინა სეზონებთან შედარებით გუნდს ღრმა შემადგენლობა ჰყავს. ვენსან კომპანის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ბრწყინვალეა. მას დიდ პატივს ვცემ.
მოედნის ყველა მონაკვეთში ეფექტურები უნდა ვიყოთ. სტანდარტულიდან გოლები გვიჭირს და ამ საკითხს უნდა მივხედოთ. არსენალს შესანიშნავი აგრესია, ეფექტურობა და დომინანტობა აქვს. ზუსტად ასე უნდა ვითამაშოთ ბაიერნის წინააღმდეგ. კვირას დიდებულად ვითამაშეთ, მაგრამ ჩემი აზრით, ბევრი რამის გაუმჯობესება შეგვიძლია.
ჰარი კეინის შეჩერება, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ წელს ძალიან ცოტა გოლს ვუშვებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაცვის ხაზი სწორად მუშაობს. ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა განსხვავდება. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თამაში დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი საოცარ ფორმაშია. არსენალი პრემიერ ლიგას 29 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ ჩელსის 6 ქულით უსწრებს.
რაც შეეხება ბაიერნს, რეკორდმაისტერი ბუნდესლიგაში წაგების გარეშეა. 11 მატჩი, 10 მოგება, 1 ფრე, 31 ქულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 4-დან 4 მოგებით იწონებენ თავს.