“ყველა ცვლილებას დრო სჭირდება“ - ალონსო ოლიმპიაკოსთან მატჩის წინ
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ოლიმპიაკოსთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ალონსო:
„დიდი პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ მოთამაშეებისა და გუნდების მიმართ და იმის მიმართ, თუ როგორ ემზადებიან ისინი. ამაზე საუბარი არ მსურს. ბევრი ჭორი ისმის ჩვენზე და ამან კონცენტრაცია არ უნდა დაგვაკარგვინოს. უნდა ვიცოდეთ, როგორ გადავლახოთ ასეთი სიტუაციები. ხვალ კარგი მატჩი გვჭირდება, რომ გამარჯვების გემო ისევ ვიგრძნოთ.
სიტუაცია გასახდელში? ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საფეხბურთო ფილოსოფია. მადრიდის რეალში ეს ფუნდამენტურია. მიწევს მუშაობა ისეთ დიდ პიროვნებებთან, რომელიც მომთხოვნი და ძალიან პროფესიონალები არიან. აქ ყოფნის უპირატესობა სწორედ ეს არის. მათთან კავშირი უნდა შევინარჩუნო.
მჯერა, რომ ყველა გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი მოთამაშეების ხარისხი და მათი მომზადების ხარისხია. პროცესში ვართ, ყველა ცვლილებას დრო სჭირდება. ყველაფერი მყისიერად არ ხდება.
რა თქმა უნდა, თუ ბოლო 3 მატჩს გადავხედავთ, რაღაცები არ მომეწონა, მაგრამ ცოტა უფრო უკან თუ გავიხედავთ, არის კარგი რაღაცებიც. თანმიმდევრულები არ ვიყავით და სწორედ ამიტომ გვქონდა ცუდი მატჩები.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ბოლო 3 მატჩი ვერ მოიგო. ლა ლიგაში რაიო ვალეკანოსთან და ელჩესთან ფრედ დაასრულა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან დამარცხდა.