ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - რუსთავი Crystalbet ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე 2 ტურით ადრე უკვე ცნობილია, თუ რომელი გუნდი გადავა Crystalbet ეროვნულ ლიგაში.
დღეს, რუსთავმა დინამო თბილისი 2-ს უმასპინძლა და მარტივად 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით კი რუსთავმა Crystalbet ეროვნულ ლიგაში ადგილი პირველი პოზიციით გაინაღდა.
აღსანიშნავია, რომ რუსთავი ბოლოს Crystalbet ეროვნულ ლიგაში ბოლოს 6 წლის წინ ასპარეზობდა.
სეზონის მიმდინარეობისას, პირველი ადგილისთვის ბრძოლა საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო. საინტერესო ის გახლავთ, რომ იყო პერიოდი, როცა რუსთავი მთავარ კონკურენტს სპაერს 10 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა ახლა 7 ქულით უსწრებს.
თავის მხრივ, სპაერმა მეორე ადგილი გაინაღდა, ხოლო საპლეიოფო ზონისთვის ტყიბულის მეშახტე, სამტრედია და მარტვილის მერანი იბრძვიან.