სანჩო არ უნდათ - ბეშიქთაშის გულშემატკივრებს ზურიკოს ტრანსფერი სურთ
დიდი ხანია ზურიკო დავითაშვილს სენტ-ეტიენიდან წასვლას უწინასწარმეტყველებენ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ქართველი ფეხბურთელის გადაბირება ბეშიქთაშს სურდა, თუმცა ფრანგულმა კლუბმა ყველა შეთავაზება დაბლოკა.
ბეშიქთაშს აქტიურად უკავშირებენ ჯეიდონ სანჩოსაც, თუმცა ის გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე ზურიკო.
ამასთან დაკავშირებით, გამოცემა Assemercato გვამცნობს, რომ თურქ გულშემატკივრებს დავითაშვილის გადასვლა ურჩევნიათ, ვიდრე ინგლისელი გარემარბის.
ამის მთავარ მიზეზად ქართველი ფეხბურთელის დისციპლინა და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებაა.
წყაროს ცნობით, ზურიკოს ბეშიქთაშში ტრანსფერი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი მიმდინარე სეზონში დიდებულ ფორმაშია. ამ მომენტისთვის, ლიგა 2-ში ჩატარებულ 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.