ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი ბარსელონაში ბრუნდებოდა | რა მოხდა და რატომ ჩაიშალა ყველაფერი

ავტორიტეტულმა კატალონიურმა გამოცემა Sport-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც ლიონელ მესის უკავშირდება. 2023 წელს „ლა პულგა“ „ბარსელონაში“ დაბრუნებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ყველაფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

Sport-ის ინფორმაციით, იანვარში, როდესაც „პარი სენ-ჟერმენთან“ მისი კონტრაქტი დასასრულს უახლოვდებოდა, მესიმ ჩავის დაურეკა — იმ დროისათვის „ბლაუგრანას“ მთავარ მწვრთნელს — და შეატყობინა, რომ კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ლეო მზად იყო, გუნდში განსხვავებული როლი ჰქონოდა, რადგან უკვე ასაკში იყო, და სურდა კვლავ ეგრძნო თავი „ბარსას“ ნაწილად

ჩავი და მესი დეტალებზე ყოველ 10–15 დღეში ერთხელ საუბრობდნენ და შეთანხმდნენ პოზიციებსა და ფუნქციებზე, რომლებიც ლეოს მოედანზე ექნებოდა. თებერვალში „ლა პულგამ“ ჩავის სთხოვა, მის მამასთან ელაპარაკა, რათა პროცესი დაჩქარებულიყო. „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, მესის დაბრუნების პერსპექტივით აღფრთოვანებული იყო და ყველაფრისთვის მზად გახლდათ.

აპრილში „ბლაუგრანას“ სპორტულმა დირექტორმა, მატეუ ალემანიმ, კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ლა ლიგისგან თანხმობა მიიღეს. მხარეებმა კონტრაქტიც მოამზადეს — ორწლიანი ხელშეკრულება, მცირე ჩასწორებებით. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ „ბარსას“ ოფიციალური განცხადება უნდა გაევრცელებინა, თუმცა მდგომარეობა უცებ შეიცვალა.

რამდენიმე დღის შემდეგ ხორხე მესიმ ჩავის დაურეკა და უთხრა: „გვეუბნებიან, რომ ეს შეუძლებელია. ლა ლიგა საბოლოო თანხმობას არ იძლევა.“ მესის დაბრუნების პროექტი შეჩერდა, გარანტიები გაქრა, „ბარსელონამაც“ შეიცვალა პოზიცია და ლოდინით დაღლილმა „ლა პულგამ“ სტაბილურობა აირჩია — „ინტერ მაიამიში“ გადასვლა.

ასე ჩაიშალა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დაბრუნება. მესის ნამდვილად სურდა „ბარსელონაში“ თამაში, ჩავი მისთვის ადგილს ამზადებდა, ლაპორტა კი ამაზე ოცნებობდა, მაგრამ ბიუროკრატიულმა პროცესებმა, ფინანსურმა შეზღუდვებმა და შიდა გაუგებრობამ ყველაფერი შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყალბი ადამიანია, მართლა ეს რომ ექნა, შემეძლო იქვე მომეკლა“ | ცარუკიანი ილიაზე
„ყალბი ადამიანია, მართლა ეს რომ ექნა, შემეძლო იქვე მომეკლა“ | ცარუკიანი ილიაზე