კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

მუნდიალზე პირველ ტურში ითამაშებს - რონალდუს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა ტურში კრიშტიანუ რონალდუმ ირლანდიის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო.

არსებობდა საშიშროება, რომ ლეგენდარულ პორტუგალიელს 2 ან 3 მატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემდნენ და ავტომატურად ის მუნდიალის პირველ ორ ტურს გამოტოვებდა.

საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა მხოლოდ 1 მატჩით დაისაჯა. რონალდუმ დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადა, როდესაც საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში სომხეთთან არ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში პირველი წითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება სტატისტიკას, 226 ჩატარებულ მატჩში 143 გოლი აქვს გატანილი.

ასევე შეგახსენებთ, საუდის პრო ლიგის გასულ ტურში, ვეტერანმა თავდამსხმელმა „მაკრატელა“ დარტყმით საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა და მთელი მსოფლიო კვლავ აალაპარაკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები