სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა | მამუკელაშვილის ტორონტოს ზედიზედ მერვე მოგება

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო. გამთენიისას, ქართველი კალათბურთელის გუნდი საშინაო არენაზე „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 110:99 დაამარცხა.

სანდრომ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, თუმცა მაინც პროდუქტიული თამაში აჩვენა. „მამუმ“ პარკეტზე 21 წუთი და 13 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 12 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო. სანდროზე მეტი ქულა „რეპტორსის“ შემადგენლობაში მხოლოდ ბრენდონ ინგრემმა (37) და სკოტი ბარნსმა (18) ჩააგდეს.

მამუკელაშვილმა 3-დან 3 ორქულიანი გამოიყენა და 5-დან 2 სამქულიანი მიითვალა. 7 მოხსნა დაცვაში ჰქონდა, 2 — შეტევაში. „მამუმ“ ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენივე ჯარიმა მიიღო და როდესაც პარკეტზე იყო, „ტორონტომ“ „კლივლენდზე“ 7 ქულით მეტი ჩააგდო.

ცნობისთვის, „რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს და 13 მოგება და 5 წაგება აქვს. კანადელების მომდევნო გაჩერება „ინდიანა პეისერსია“, რომელსაც 27 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკეს ახალი შემტევი ტრიო | Le Parisien-ი ტოტენჰემთან მატჩზე წერს
ლუის ენრიკეს ახალი შემტევი ტრიო | Le Parisien-ი ტოტენჰემთან მატჩზე წერს