გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„დრო სჭირდება და მოთმინება უნდა გამოიჩინოს“ | რა თქვა გრასიამ ჩაკვეტაძეზე

„უოტფორდის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა. 26 წლის ნახევარმცველმა „პრესტონის“ წინააღმდეგ ითამაშა და 74-ე წუთზე ცვლილებაზე შევიდა. „უოტფორდისა“ და „პრესტონის“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო შეხვედრის შემდეგ „კრაზანების“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე ისაუბრა.

„როდესაც გიორგი სამატჩო განაცხადში შევიყვანე, ვიცოდი, რომ ის მხოლოდ 15–20 წუთით დაგვეხმარებოდა. ჯერჯერობით, უფრო მეტის სათამაშოდ მზად არ არის და დრო სჭირდება, რადგან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება.

გიორგიმ მოთმინება უნდა გამოიჩინოს და იგივე სტილში განაგრძოს მუშაობა. ყველამ იცის, რომ ის მაღალი ხარისხის მქონე ფეხბურთელია და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.“

ცნობისთვის, ჩაკვეტაძეს 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია და გუნდს 229-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რაც შეეხება „უოტფორდს“, 17 ტურის შემდეგ „კრაზანებს“ 24 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებენ. „უოტფორდი“ მეორეადგილოსან „სტოკს“ 6 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონშიფის საპლეიოფო ზონამდე 2 ქულა აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრად მეტი უნდა გამეტანა, ვცდილობ გავუმჯობესდე“ - კვარას პრესკონფერენცია
„ბევრად მეტი უნდა გამეტანა, ვცდილობ გავუმჯობესდე“ - კვარას პრესკონფერენცია