ენცო მარესკა
Aa
Aa

„გაძევებამდეც კარგად ვთამაშობდით, მთავარი ბურთის ფლობა იყო“ - ენცო მარესკა

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ „ბარსელონასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის ეს გამარჯვება ბევრს ნიშნავს, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით ეს მხოლოდ 3 ქულაა.

„პირადად ჩემთვის ეს მოგება ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ მეტოქე „ბარსელონა“ იყო. თუმცა გუნდის ამოცანებთან დაკავშირებით არაფერი იცვლება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ეს იყო და ეს. ეს თამაში უკვე წარსულია და შემდეგ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ.

ეს განწყობა უნდა შევინარჩუნოთ - როდესაც თამაშებს იგებ, ენერგიის აღდგენა უფრო მარტივია. გაძევებამდეც კარგ დონეზე ვიყავით. „ბარსელონა“ თავს კარგად გრძნობს, როდესაც ბურთს აკონტროლებს, მაგრამ ამჯერად ბურთი ჩვენ გვქონდა - აქცენტი სწორედ ბურთის ფლობაზე გავაკეთეთ.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოედანზე სწორი განლაგება. ვარჯიშებზე დროის 85%-ს იმას ვუთმობდით, როგორ უნდა ვიყოთ უფრო აგრესიულები, როგორ შევუტიოთ მეტოქეს და როგორ გავაკონტროლოთ ბურთი.

სამი გოლი გავიტანეთ და კიდევ სამი გაგვიუქმეს. სხვა მომენტებიც გვქონდა - ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. თუმცა უკვე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ 2 დღე დაისვენონ და აღიდგინონ ძალები, ვინაიდან კვირას „არსენალს“ ვეთამაშებით“.

ცნობისთვის, „ჩელსიმ“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „ბარსელონა“ 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში მასპინძლები ჟიულ კუნდეს ავტოგოლით დაწინაურდნენ, 44-ე წუთზე კი მოედნიდან რონალდ არაუხო გააძევეს. მეორე ტაიმში ესტევაომ „ლურჯების“ უპირატესობა გაზარდა, ლიამ დელაპმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძეს არ უთამაშია - ვილიარეალი დორტმუნდთან განადგურდა
მიქაუტაძეს არ უთამაშია - ვილიარეალი დორტმუნდთან განადგურდა