229-დღიანი პაუზის შემდეგ - ჩაკვეტაძე დაბრუნდა და პრესტონთან ითამაშა
ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში უოტფორდმა პრესტონს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა ყველაზე მთავარი ეს არ იყო.
229-დღიანი პაუზის შემდეგ, მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა სრულიად მოიშუშა.
ქართველი ფეხბურთელი მატჩში 74-ე წუთზე ჩაერთო. გიორგი თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე მოგვევლინა და გამუდმებით აქტიურობდა, თუმცა უოტფორდს შეტევაში საკმაოდ უჭირდა. პრესტონი თავს მთელი გუნდით იცავდა.
ქართველმა შემტევმა 9 პასი გააკეთა და ყველა ზუსტი, მათ შორის ერთი საკვანძო. გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა მას 6.7 შეფასება დაუწერა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ფეხის თითის ტრავმა მიმდინარე წლის 5 აპრილს მიიღო და დღევანდელ დღემდე 1 წუთიც არ ჰქონდა ნათამაშები.
რაც შეეხება უოტფორდს, 17 ტურის შემდეგ, 24 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში ჩაკვეს გუნდი ბირმინგემს ესტუმრება.