მიქაუტაძეს არ უთამაშია - ვილიარეალი დორტმუნდთან განადგურდა
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურში ვილიარეალი დორტმუნდს ესტუმრა და უშანსოდ 0:4 დამარცხდა.
სამწუხაროდ, მარსელინო გარსია ტორალმა გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დატოვა და შანსი საერთოდ არ მისცა. ქართველი თავდამსხმელი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
ყვითელი წყალქვეშა ნავის განადგურება პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გირასიმ დაიწყო.
მეორე ნახევარში, კონკრეტულად 54-ე წუთზე ფოიტი გააძევეს და სტუმრები 10 ფეხბურთელით დარჩნენ. დაინიშნა პენალტი, რომელიც გირასიმ არაზუსტად შეასრულა, თუმცა დამატებაზე გოლად აქცია.
ზუსტად 5 წუთში სამამდე სხვაობა ადეიემიმ გაზარდა. 81-ე წუთზე სილვამ პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სვენსონმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, ვილიარეალს ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში მხოლოდ 1 ქულა აქვს და 34-ე ადგილზე იმყოფება. მასზე უკან მხოლოდ კაირატი და აიაქსი იმყოფებიან. შემდეგ ტურში, მარსელინოს გუნდი კოპენჰაგენს უმასპინძლებს.