„ალჯო რომ არა, ახლა ალბათ PFL-ში ვიქნებოდი“ | მერაბ დვალიშვილი სტერლინგზე
მერაბ დვალშვილმა დენიელ კორმიესთვის მიცემულ ინტერვიუში ალჯამეინ სტერლინგზე ისაუბრა. „მანქანამ“ დაასახელა მიზეზი, რის გამოც „ალჯოსთან“ ჩხუბზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ მის გარეშე PFL-ის მებრძოლი იქნებოდა.
„ალჯოს დიდი ხანია ვიცნობ და კარგად ვიცი, ჩემპიონობაზე როგორ ოცნებობდა. მისთვის ტიტულის მოპოვება და მისი დაცვა ძალიან ბევრს ნიშნავდა. სტერლინგისთვის მემკვიდრეობა ყველაფერი იყო და მის გამო უბედნიერესი ვიყავი. რაც შემეხება მე, ჩემთვის UFC-ში ყოფნაც საკმარისი გახლდათ...
სტერლინგმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. იგივე სიტუაცია იყო, რაც შენ და კეინ ველასკესს გქონდათ. მასთან ჩხუბზე უარი თქვი, ბევრი კილოგრამი დაიკელი და ქვემძიმე წონით დივიზიონში გადახვედი. წონითი დივიზიონის შეცვლაზე მეც ვფიქრობდი, რადგან ჩემი მეგობრის გამო ბედნიერი ვიყავი და მასთან გადაკვეთა არ მინდოდა.
სტერლინგთან ყოველდღიური ვარჯიშები რომ არა, ალბათ ახლა PFL-ში ან სადმე სხვაგან ვიქნებოდი. ალჯოს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. როცა სავარჯიშო დარბაზში UFC-ის მებრძოლი გყავს, უყურებ და ხვდები, რამხელა შრომაა საჭირო და იჯერებ, რომ წარმატების მიღწევა შენც შეგიძლია.“
შეგახსენებთ, რომ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა მერაბი რამდენჯერმე გააკრიტიკა, რადგან სტერლინგთან ჩხუბზე უარს ამბობდა. საბოლოოდ, ალჯამეინი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გადავიდა და სუპერ მსუბუქის ქამარი „მანქანას“ დაუთმო.