„ამის გამოსასწორებლად მთელი ცხოვრება არ ეყოფა“ - როგანი დუ პლესის მარცხზე
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა, თუმცა დრიკუს დუ პლესისთან ხამზატ ჩიმაევის შთამბეჭდავ გამარჯვებაზე საუბრები არ წყდება. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ დაუმარცხებელმა ჩეჩენმა მებრძოლმა სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფომანსი შემოგვთავაზა. მათ კატეგორიას მიეკუთვნება ცნობილი წამყვანი და კომენტატორი ჯო როგანი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ბევრი თვლის, რომ ეს ბრძოლა მოსაწყენი გახლდათ, რადგან ახლო დარტყმებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, მერწმუნეთ, საოცარი სანახაობა იყო. ასეთი დომინაციის ფონზე დაამარცხო მოქმედი ჩემპიონი, რომელიც საშუალო წონაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, ნამდვილი სიგიჟეა. ახლა ყველა საუბრობს, რომ დრიკუსი ხამზატს ვერასოდეს დაამარცხებს, რასაც ასი პროცენტით ვეთანხმები და იმასაც ვიტყვი, რომ სამხრეთ აფრიკელს ამ სირცხვილის ჩამოსარეცხად მთელი ცხოვრება არ ეყოფა“.
შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევმა UFC 319-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში დრიკუს დუ პლესი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა.