MMA-ს შოუ საქართველოში - მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
Aa
Aa

MMA-ს შოუ საქართველოში - მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება

პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თბილისი საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაგეგმილ 2025 წლის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ჩვენ ქვეყანას სპორტსმენების ჩათვლით დაახლოებით 1200-მდე სტუმარი ეწვევა.

პლანეტის პირველობაზე განაცხადის გაკეთების წინაპირობა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა გახდა, სადაც ქართველმა მებრძოლებმა რვა მედალი მოიპოვეს. ამას მოჰყვა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპორტის სამინისტრომ და ქვეყნის მთავრობამ საქმისადმი სერიოზული მიდგომით დაარწმუნა, რომ საქართველო მსგავსი მასშტაბის ტურნირის მასპინძლობისთვის მზად არის.

ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის მიერ მიღწეულმა დიდმა წარმატებებმა შერეული ორთაბრძოლები ჩვენ ქვეყანაში უზომოდ პოპულარული გახადა. უკვე გადაწყვეტილია ეს ტურნირი 2026 და 2027 წლებშიც საქართველოში ჩატარდება, რაც ხელს სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას შეუწყობს.

ხვალ აწონვების ცერემონია შედგება, შეჯიბრება კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტს შაბათს აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორენა ცერცვაძე BRAVE-ის ღონისძიებაზე იჩხუბებს
ბორენა ცერცვაძე BRAVE-ის ღონისძიებაზე იჩხუბებს