ბორენა ცერცვაძე BRAVE-ის ღონისძიებაზე იჩხუბებს
3 ოქტომბერს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში შერეული ორთაბრძოლების საღამო გაიმართება, რომელსაც ერთობლივად Georgian Fighting Championship-ი (GFC) და ბაჰრეინში ბაზირებული პრომოუშენი BRAVE-ი ჩაატარებენ.
ღონისძიების მთავარი მოვლენა რაულ თუთარაულისა და ნიდერლანდელი პიეტერ ბუისტის ჩხუბი იქნება, რომლის გამარჯვებულიც მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი გახდება.
MMA-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი, რომელიც საშუალო წონაში აზერბაიჯანელ ფარიდ მირზაბეკოვს დაუპირისპირდება.
უმსუბუქეს წონაში იჩხუბებს დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი ბორენა ცერცვაძეც, რომლის მეტოქე BRAVE-ის დებიუტანტი ხანიმ ბაშიროვა იქნება.