პიმბლეტი: ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქე ცარუკიანია და არა ილია
UFC-ის მსუბუქი წონის ტიტულისთვის პოტენციური პრეტენდენტი, პედი პიმბლეტი, არ ფიქრობს, რომ დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურია, მისთვის ყველაზე რთული მეტოქეა.
ბრიტანელის აზრით, ყველაზე მძიმე ბრძოლა მას სავარაუდოდ არმან ცარუკიან ექნება.
„სტილისტურად, არმანი უფრო რთული მეტოქეა, ვიდრე ილია. ის უფრო მეტად არის მსუბუქი წონის ნამდვილი მებრძოლი და ვფიქრობ, რომ მისი გრეპლინგი ილიაზე უკეთესია. თოფურია დარტყმებში უკეთესია, მაგრამ სტილები ქმნიან ბრძოლებს, და სტილის თვალსაზრისით, ცარუკიანი ჩემთვის უფრო რთული მეტოქე იქნება“,
– განაცხადა პიმბლეტმა ელდო ბერნარდთან ინტერვიუში.
არმან ცარუკიანი თავის მორიგ ბრძოლას 22 ნოემბერს კატარში გამართავს, სადაც ღონისძიების მთავარ მოვლენაში ოქტაგონს ახალზელანდიელ დენ ჰუკერთან გაიყოფს, ხოლო ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს პირველად სავარაუდოდ მომავალ წელს დაიცავს, და პედი პიმბლეტი, რომელიც რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს, ქართველი მებრძოლის ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქეა.