მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„პრობლემა არ იქნება“ - მერაბი UFC 320-ზე ისტორიულ შედეგს უმიზნებს

თავის მომავალ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შესაძლოა ის გააკეთოს, რაც აქამდე UFC-ის ისტორიაში არავის გაუკეთებია.

მერაბის მიზანია UFC-ში 100 თეიქდაუნი შეასრულოს და ამის გაკეთებას კორი სენდჰაგენის წინააღმდეგ გეგმავს.

თავისი მეფობის გასაგრძელებლად, დვალიშვილმა უნდა დაამარცხოს კორი სენდჰაგენი UFC 320-ზე, სადაც ორი სატიტულო ბრძოლიდან პირველი სწორედ მათი იქნება. საღამოს მთავარი მოვლენა კი ანკალაევი პერეირას რემატჩი გახლავთ.

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მოვლენის წინ თეიქდაუნებზე ბევრს ილაპარაკებენ, T-Mobile Arena-ზე ამ ასპექტში ყველა დროის რეკორდსმენიც გამოჩნდება.

დვალიშვილს UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი თეიქდაუნი აქვს - 97, და ქართველი მებრძოლი UFC 320-ზე სამციფრიანი რიცხვის დაფიქსირებას უმიზნებს.

„ვფიქრობ, ამ ბრძოლის შემდეგ 100 თეიქდაუნი მექნება. ამაზე არ ვიქნები ორიენტირებული, რადგან უფრო დარტყმებზე გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ვფიქრობ, ეს ბუნებრივად მოხდება, ხომ იცით ეს როგროც ხდება?

როცა შონ ომალის მესამე რაუნდის ბოლოს ვაფინიშებდი, რაღაც მაკლდა. მეტი თეიქდაუნი, მეტი ბრძოლა მინდოდა.

ვნახოთ, როგორ წავა ჩვენი ბრძოლა (UFC 320-ზე). თუ ხუთ რაუნდს ვიბრძოლებთ, მარტივად, სამ თეიქდაუნს გავაკეთებ - ეს რთული არ არის. 100 თეიქდაუნს მივაღწევ. პრობლემა არ იქნება“.

- განუცხადა დვალიშვილმა MMA Junkie-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები