მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„მომწონს ის განცდა, რომ შემდეგ მეტოქეს მე შევარჩევ“ - სენდჰეგენი ჩემპიონობას გეგმავს

UFC-ის მსუბუქი წონის სატიტულო პრეტენდენტი, კორი სენდჰაგენი, არ ენდობა დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს, რომელმაც პირობა დადო, რომ მოახლოებულ ბრძოლაში მას ნოკაუტით დაამარცხებს.

„რას აპირებს მერაბი? ჩემს ნოკაუტს? ეს არ მოხდება. ეს ბრძოლა ფეხზე დგომში წარიმართება, მაგრამ მე მისი თეიქდაუნის მცდელობებისგან მუდმივად დავიცავ თავს. ვიცი, ის ამბობს, რომ ფეხზე დგომში აპირებს ბრძოლას. ეს ტყუილია, ხოლო თუ სიმართლეა – ეს უბრალოდ საშინელი იდეაა. არ გააკეთო ეს, მერაბ".

ასევე, სენდჰაგენმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქართველ მებრძოლს ჩემპიონის ქამარს წაართმევს, აპირებს ტიტული უმარ ნურმაგომედოვისა და პიოტრ იანის წინააღმდეგ დაიცვას.

„ძალიან მომწონს ის განცდა, რომ მე გადავწყვეტ, ვისთან ვიბრძოლო შემდეგ და სად მოხდება ეს. არ მინდა უმართან და პიოტრ იანთან ბრძოლა ახლო აღმოსავლეთში. მინდა მათთან აქ, აშშ-ში ვიბრძოლო, რათა მათ თავად მოუწიოთ ფრენებთან და ყველა თანმხლებ უხერხულობასთან გამკლავება.

აღფრთოვანებული ვარ ამ ორი რევანშის გამართვის შესაძლებლობით. მემკვიდრეობა ჩემთვის ყველაზე მთავარი არ არის, მაგრამ მერაბის დამარცხება, რომელიც ერთ-ერთ უდიდესად ითვლება და ძალიან მაღალ საფეხურზეა, შემდეგ კი დაბრუნება და ამ ორი ბიჭის დამარცხება, რომელთა დამარცხებაც ნამდვილად შემიძლია – ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია",

- New York Post Sports-თან ინტერვიუში.

მსუბუქ წონაში სატიტულო ბრძოლა დვალიშვილსა და სენდჰეგენს შორის 4 ოქტომბერს, UFC 320-ზე ლას-ვეგასში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები