ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„რეალურად გერმანელი ხარ“ | პიმბლეტი მზადაა ილიას ბერნაბეუზე ეჩხუბოს

პედი პიმბლეტმა დანიელ მონტიელ კორტესს ინტერვიუ მისცა და ილია თოფურიაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. „ბედიმ“ „ელ მატადორს“ ჯუჯა უწოდა და განაცხადა, რომ მზად არის, მასთან ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას იჩხუბოს.

„ილია ჩვენი წონითი დივიზიონისთვის მაინც ჯუჯაა. ჩარლზ ოლივეირას უბრალოდ ყველაზე ცუდი საბრძოლო გეგმა ჰქონდა შერჩეული. როდესაც ოლივეირა გამოდიოდა, ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, ხოლო თოფურია მშვიდი და გაწონასწორებული იყო. ოლივეირას ოპერატორს ვუთხარი კიდეც: „არ გამიკვირდება, ილიამ პირველ რაუნდში დაანოკაუტოს.“ სულელი ხარ, ილიასნაირი მებრძოლის წინააღმდეგ წინ თუ მიდიხარ.

თოფურიასთან ჩხუბისთვის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ვარ მზად. სანტიაგო ბერნაბეუზეც სიამოვნებით ჩავალ და სახეს დაგუნგრევ. ილია, ამას ესპანეთში, შენი ვითომ თანამემამულეების წინაშე გავაკეთებ, რადგან რეალურად, გერმანელი ხარ. 90 000 ადამიანის წინაშე სახეს სიამოვნებით დაგინგრევ. ამას მტრის ტერიტორიაზე გავაკეთებ და ბერნაბეუ საშინელი ადგილია.“

შეგახსენებთ, რომ ჩარლზ ოლივეირასთან მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ, პიმბლეტი ოქტაგონში შევიდა და ილიას დაუპირისპირდა. „ელ მატადორმა“ მას „ქერათმიანი ძუკნა“ უწოდა და „ბედისთან“ ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საიმედო და თავდაჯერებული მეკარე“ | რას წერენ ინგლისურ პრესაში მამარდაშვილზე
„საიმედო და თავდაჯერებული მეკარე“ | რას წერენ ინგლისურ პრესაში მამარდაშვილზე