მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„თეთრ სახლში მერაბისა და სენდჰეგენის გამარჯვებულს შევხვდები“ - ომალის გეგმები

შონ ომალი იმედოვნებს, რომ მომავალ ზაფხულს თეთრ სახლში UFC-ის ისტორიულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და იდეალურ სცენარში, მის მეტოქედ კორი სენდჰაგენს ხედავს, რომელიც მანამდე მერაბ დვალიშვილთან საჩემპიონო ბრძოლას გამართავს.

„ნამდვილად მინდა, დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ამ ქარდში. თუ კორი გამოვა და მერაბს დაამარცხებს, მე კი შემდეგ მეტოქეს მოვუგებ – ეს საინტერესო იქნება. ეს სავსებით შესაძლებელია. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა ვიბრძოლო მომდევნო ოთხი ან ხუთი თვის განმავლობაში, როცა არ უნდა იყოს ეს, მზად ვიქნები.

თუ ამ წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში ბრძოლას მოვახერხებ – ჩამწერეთ. მინდა ამ ქარდში ვიყო“,

– განაცხადა ამერიკელმა თავისი YouTube არხის მორიგ ვიდეოში.

საჩემპიონო ბრძოლა მერაბ დვალიშვილსა და კორი სენდჰაგენს შორის უკვე მომავალ კვირას ლას-ვეგასში გაიმართება და UFC 320-ზე ტურნირის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, ხოლო შონ ომალის შემდეგი მეტოქე შესაძლოა ჩინელი სონგ იადონგი იყოს, რომელიც მსუბუქი წონის დივიზიონის რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები