„ჯერ მერაბს დავამარცხებ, შემდეგ იანს და უმარს“ - სენდჰეგენის გეგმები
UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა თქვა, როგორი გეგმები აქვს მერაბ დვალიშვილთან სატიტულო ჩხუბის შემდეგ.
„რა თქმა უნდა, ჩემი მომავალი UFC-ის ხელშია. თუ მერაბს დამაჯერებლად ვერ მოვუგებ, ბუნებრივია, რემატჩი გვექნება. ჩემი მიზანია, მას დამაჯერებლად მოვუგო, შემდეგ კი პიოტრ იანი და უმარ ნურმაგომედოვი დავამარცხო“.
მან ასევე ისაუბრა მერაბთან მოახლოებულ ჩხუბზე და „მანქანას“ რჩევაც მისცა:
„როგორც ვიცი, ის ამბობს, რომ დგომში ჩხუბს აპირებს. იმედია, ეს ტყუილია, ხოლო თუ მერაბმა ეს მართლა თქვა - ეს ცუდი აზრია. ასე არ მოიქცე, მერაბ“.
შეგახსენებთ, რომ სენდჰეგენი და დვალიშვილი ერთმანეთს სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში 5 ოქტომბერს, ლას-ვეგასში, UFC 320-ზე დაუპირისპირდებიან.
აქვე გეტყვით, რომ კორი სენდჰეგენი 2021 წელს პიოტრ იანთან, ხოლო 2024 წელს უმარ ნურმაგომედოვთან დამარცხდა. ორივე შემთვევაში რუსმა მებრძოლებმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვეს. 33 წლის ამერიკელი მებრძოლის ანგარიშზე MMA-ში 18 გამარჯვება და 5 მარცხია. ბოლოს სენდჰეგენმა მიმდინარე წლის მაისში დეივისონ ფიგერედო დაამარცხა.
რაც შეეხება დვალიშვილს, ლას-ვეგასში ის ჩემპიონის ქამარს მესამედ დაიცავს. მიუხედავად ამისა, „მანქანა“ აპირებს, 2025 წელს კიდევ ერთხელ იჩხუბოს.