ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, ფლოიდ მეივეზერი, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

„ილია კონორი არ არის, ბრძოლის გაყიდვა გაუჭირდება“ - UFC-ის მებრძოლი თოფურია-კროუფორდზე

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაიკლ კიეზამ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და მისი ტერენს კროუფორდის წინააღმდეგ შესაძლო ბრძოლა განიხილა.

37 წლის კიეზამ თოფურია კონორ მაკგრეგორს შეადარა და განაცხადა, რომ „მატადორი“ ირლანდიელის მსგავსად თავის ბრძოლას ვერ გაყიდის.

რას ამბობს კიეზა:

„ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის შემდეგ, კონორ მაკგრეგორი დავკარგეთ. Zuffa Boxing-ის მიზანი ეს არ ყოფილა, თუ თოფურიას ბრძოლის შესაძლებლობას მისცემენ, მაშინ ეს მათი მოქმედების წესის ნაწილი იქნება. მათთვის მთავარი ბრძოლის გაყიდვაა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფლოიდ მეივეზერი კროუფორდისგან განსხვავდება, მაგრამ არ ვამბობ, რომ ტერენსმა არ იცის ბრძოლა როგორ გაყიდოს, მაგრამ ფლოიდი ამაში ოსტატი იყო.“

„რაც შეეხება თოფურიას კრივში გადასვლას, ის კონორ მაკგრეგორი არ არის და ჩვენ 8 წლის წინანდელ დროში არ ვართ. ეს რაღაც უნიკალური იყო. ეს იყო კონორ მაკგრეგორის „თრეშ თოლქის“ უმაღლესი გამოხატულება. ისტორიაში, რაც კი მინახავს, ეს საუკეთესო „თრეშ თოლქი“ იყო - სასაცილო და ამავდროულად გამაღიზიანებელიც. არ ვამბობ, რომ თოფურიას იუმორი არ აქვს და ხალხის გახალისება არ შეუძლია, უბრალოდ, მას კონორის მსგავსი ბასრი ენა არ აქვს. თოფურია კროუფორდის წინააღმდეგ იმ აჟიოტაჟს ვერ გამოიწვევს, რაც კონორმა გამოიწვია მეივეზერის წინააღმდეგ.“

რამდენიმე კვირაა, რაც ილია თოფურიასა და ამერიკელ მოკრივეს, ტერენს კროუფორდს, შორის ე.წ. „თრეშთოქი“ მიმდინარეობს. ილიამ განაცხადა, რომ კროუფორდს რინგზე პირველივე დარტყმით დაანოკაუტებდა, ხოლო ტერენსმა თავის მხრივ თქვა, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის ილია თოფურია. 

აქვე გეტყვით, რომ 14 სექტემბერს კროუფორდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ლას-ვეგასში კანელო ალვარესი დაამარცხა. 37 წლის ამერიკელმა ამ გამარჯვებით WBA, WBC, IBF, WBO და The Ring-ის საჩემპიონო ქამრები დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სონენი: თოფურია-მახაჩევის ბრძოლა მაკგრეგორის ნებისმიერ ბრძოლას აჯობებს
სონენი: თოფურია-მახაჩევის ბრძოლა მაკგრეგორის ნებისმიერ ბრძოლას აჯობებს