კიტეიშვილის გარეშე - შტურმი მიდტიულანდთან დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, საფეხბურთო სამყაროს ევროპის ლიგაც დაუბრუნდა. დღეს რიგით მე-2 ევროპული საკლუბო ტურნირის ფაზა დაიწყო.
პირველ ტურში შტურმი მიდტიულანდს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას პირადი მიზეზების გამო ოთარ კიტეიშვილი ვერ იღებდა. მისი არყოფნა შტურმს მნიშვნელოვნად დაეტყო.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა და ტერიტორიული გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა.
გოლების გატანა კი მასპინძლებმა მოახერხეს. ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, რა დროსაც კრისტენსენმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში ავსტრიელებმა გარდატეხის შეტანა სცადეს და შეტევა გააძლიერეს, თუმცა გოლია აქეთ მიიღეს. 89-ე წუთზე დიაომ მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფაზაზე შტურმი მიყოლებით რეინჯერსს, სელტიკს, ნოტინგემს, პანათინაიკოსს, ცრვენა ზვეზდას, ფეიენოორდს და ბრანს დაუპირისპირდება.