ოქროს ბურთი, უსმან დემბელე, ხავიერ ტებასი, ლამინ იამალი
Aa
Aa

ლა ლიგის პრეზიდენტი: იამალი 18 წლის რომ არ ყოფილიყო ოქროს ბურთს ის მოიგებდა

ლა ლიგის პრეზიდენტს ხავიერ ტებასს ეჭვი არ ეპარება, რომ ლამინ იამალი მომავალში ოქროს ბურთს მოიგებს.

ტებასი ასევე ფიქრობს, რომ იამალმა წელს ოქროს ბურთი მხოლოდ მისი ასაკის გამო ვერ მოიგო.

„ლამინ იამალი - უბრალოდ წარმოვთქვათ ეს სახელი... საოცარი ფეხბურთელია. ის, რომ ამჟამად 23 წელზე მეტის ყოფილიყო, ოქროს ბურთს მოიგებდა. ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ რადგან იგი უფრო ახალგაზრდაა, სხვა პრიზი მიენიჭა.

თუ ის გააგრძელებს იმავე დონეზე თამაშს, და როგორც ჩანს, გააგრძელებს, ვფიქრობ და ვთვლი - ეჭვი არ მეპარება, რომ ოქროს ბურთს მოიგებს“,

– თქვა ლა ლიგის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ 18 წლის ათიანმა France Football-ის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მე-2 ადგილი დაიკავა. ჯილდო უსმან დემბელეს გადაეცა. ლამინი კი ზედიზედ მეორედ დასახელდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ და რაიმონ კოპას სახელობის პრიზი გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები