დე ლაურენტისი: ფეხბურთი დღევანდელი ფორმით? მომავალი არ აქვს, განწირულია
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ სამომავლოდ, ფეხბურთი ამჟამინდელი სახით განწირულია.
„სპორტის ამ სახეობამ ახალი გზა უნდა იპოვოს, რადგან იმ ფორმით, როგორიც ის ახლა არსებობს იტალიასა და ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში - იგი განწირულია, ვინაიდან ხარჯების ამჟამინდელი დონის შენარჩუნებით ვერ გადარჩება.
იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში ჩემპიონატების რეორგანიზაციის, ფეხბურთის ხელახლა გააზრების შესაძლებლობა იქნება, რათა ბავშვები და ახალგაზრდები არ განადგურდნენ, როგორც დღეს - ისინი მხოლოდ ნათელ მომენტებს უყურებენ. მატჩების დროს კონცენტრაციას კარგავენ, არ აქვთ დრო უყურონ იმას, რასაც ნელ, მოსაწყენად და მოძველებულად თვლიან.
ამან ასევე უნდა დაგვაფიქროს და დაგვასმევინოს კითხვა: „როგორ უნდა შეიცვალოს ეს საფეხბურთო სისტემა და რატომ არ ხდება ეს ცვლილებები სწრაფად?“ შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი, ვინც ორგანიზაციებში გარკვეულ პოზიციებს იკავებენ ეშინიათ, რომ სათამაშო მათ ხელში გაფუჭდება. მათ კი მშვიდად ცხოვრება სურთ?
მაგრამ ეს არ არის სწორი მრავალი მილიონი გულშემატკივრისთვის, ვისაც ნაკლებად შემაშფოთებელი და უფრო თანამედროვე პასუხების მიღება სურს",
- ციტირებს აურელიო დე ლაურენტისის სიტყვებს ჯანლუკა დი მარციოს ვებ გვერდი.