ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„უსამართლო შედეგი“ | მოურინიოს პირველი საშინაო მატჩი ბენფიკაში

ჟოზე მოურინიომ „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი საშინაო შეხვედრა გამართა. „აფს“-ს დამარცხების შემდეგ „არწივები“ „რიუ ავეს“ დაუპირისპირდნენ და ქულები დაკარგეს - 1:1.

„ბენფიკამ“ ანგარიში მე-60 წუთზე გახსნა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გოლი გააუქმა. 86-ე წუთზე „არწივები“ გეორგი სუდაკოვმა დააწინაურა, თუმცა „ბენფიკამ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე „რიუ ავემ“ წონასწორობა აღადგინა - 1:1.

„თამაშის შედეგი აბსოლუტურად უსამართლოა, რადგან მოსაგებად მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი ფრეზეც თანახმა იყო. რას იზამ, ფეხბურთი ასეთი სპორტია. ძალიან არ მომწონს, როდესაც მონიტორთან მჯდომი ადამიანი (ვიდეორეფერ პედრუ ფერეირაზე საუბრობს) შეხვედრის მთავარი გმირი ხდება. გოლის გაუქმება მაისურზე მოქაჩვის გამო... მთავარ არბიტრს ხასიათი არ აღმოაჩნდა", - აღნიშნა უკმაყოფილო მოურინიომ მატჩის შემდეგ.

ცნობისთვის, ექვსი ტურის შემდეგ „ბენფიკას“ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. „არწივების“ მომდევნო გაჩერება „ჟილ ვისენტეა“, რომელსაც 26 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი ფეხბურთელია, მისი ადაპტაცია სწრაფად მიმდინარეობს“ | მარსელინო მიქაუტაძეზე
„კარგი ფეხბურთელია, მისი ადაპტაცია სწრაფად მიმდინარეობს“ | მარსელინო მიქაუტაძეზე