ბარსამ კუნდე და ბალდე 1 თვით დაკარგა
„ბარსელონამ“ მცველების - ალექს ბალდესა და ჟიულ კუნდეს ტრავმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ორივე ფეხბურთელი ესპანეთის თასზე „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაშავდა, რომელიც „ბარსას“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა (ორი ჯამში 3:4 დამარცხდნენ)
„ალექს ბალდეს ბარძაყის ორთავა კუნთის დისტალური ნაწილის ტრავმა აქვს. აღდგენის პროცესს დაახლოებით 4 კვირა დასჭირდება.
ჟიულ კუნდეს ბარძაყის ორთავა კუნთის შუა ნაწილის ტრავმა აღენიშნება. მისი თამაშებში მონაწილეობის შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება აღდგენითი პროცესის მიმდინარეობაზე“, - ნათქვამია „ბარსას“ განცხადებაში.
კატალონიელებს კუნდეს გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, რომ ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება და ფრანგი დაახლოებით 1 თვეში მოედანს დაუბრუნდება.
ორივე მცველი დიდი ალბათობით მარტში ლა ლიგის 3 ტურს გამოტოვებს - „ბილბაოსთან“ სტუმრად, „სევილიასთან“ შინ და „რაიო ვალეკანო“ შინ. ასევე ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუკასლთან“ ორივე 1/8-ფინალურ დაპირისპირებასაც დააკლდებიან. მოედანს სავარაუდოდ, 5 აპრილს მადრიდში „ატლეტიკოსთან“ ლა ლიგის 30-ე ტურისთვის დაუბრუნდებიან.