გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„განსაკუთრებული მომენტი ჩემს ცხოვრებაში“ | მამარდაშვილი ლივერპულში დებიუტს გამოეხმაურა

გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ინგლისის კარაბაოს თასის 1/16-ფინალში მერსისაიდელებმა „საუთჰემპტონს“ „ენფილდზე“ უმასპინძლეს და არნე სლოტის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა.

ქართველმა მეკარემ ორი სეივი მიითვალა, „წმინდანების“ გოლი კი „წითლების“ დაცვის ხაზის შეცდომას მოჰყვა. მატჩის დასრულების შემდეგ „მამარდამ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარ დებიუტს გამოეხმაურა.

„განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით ლივერპულში. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ამ ლეგენდარულ კლუბში. ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. მადლობთ მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია“, - დაწერა გიორგიმ.

ცნობისთვის, „ლივერპული“ შემდეგ შეხვედრას პრემიერ ლიგაში გამართავს. 27 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00-ზე „წითლები“ სტუმრად „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან, სამ დღეში კი ჩემპიონთა ლიგაზე „გალათასარაის“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს ბრწყინვალე გარღვევას გოლი მოჰყვა | სენტ-ეტიენმა ამიენს მოუგო
ზურიკოს ბრწყინვალე გარღვევას გოლი მოჰყვა | სენტ-ეტიენმა ამიენს მოუგო